ფრანგი ეკოაქტივისტების სამიზნე ამჯერად კლოდ მონეს ნახატი “გაზაფხული” გახდა

ლეონარდო და ვინჩის “მონა ლიზას” შემდეგ ფრანგი ეკოაქტივისტების მორიგი სამიზნე კლოდ მონეს ერთ-ერთი ნახატი გახდა.
ლიონის სახვითი ხელოვნების მუზეუმში ეკოაქტივისტთა მოძრაობა “საკვებზე რეაქციის” წარმომადგენლებმა კლოდ მონეს ნახატს წვნიანი შეასხეს. აქტივისტები ეკოლოგიურ პრობლემებზე “უმოქმედობას” აპროტესტებდნენ.
ნახატი, რომელსაც აქტივისტებმა წვნიანი შეასხეს, “გაზაფხული” ჰქვია.
“ეს იქნება ერთადერთი გაზაფხული, რომელიც დაგვრჩება, თუ არ ვიმოქმედეთ. რას დახატავენ ჩვენი მომავალი ხელოვნები?”. – ყვიროდნენ ეკოაქტივისტები.
ორი ახალგაზრდა ეკოაქტივისტი ქალი დააკავეს.
როდესაც “მონა ლიზას” წვნიანი შეასხეს, ნახატი სპეციალურმა მინამ დაიცვა. ამჯერად, როგორც სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, მონეს ნახატს არანაირი დამცავი წინაღობა არ ფარავდა.