ფინეთი ამბობს, რომ ათასობით სირიელი, იემენელი და სომალელი რუსეთიდან ფინეთში შესვლას ცდილობს

ფინეთმა სამშაბათს განაცხადა, რომ ათასობით მიგრანტი, რომლებიც ფინეთის საზღვართან ს გავლით მესამე ქვეყნებიდან შედიან, რუსეთ-ფინეთის საზღვრის გადაკვეთას ელოდებიან.
გასული წლის ბოლოს, ფინეთმა რუსეთთან 1 340 კილომეტრიან საზღვარზე ყველა გამშვები პუნქტი დახურა, რადგან საზღვარზე ისეთი ადამიანების მასობრივი რაოდენობა ცდილობდა გადასვლას, რომლებსაც ევროკავშირში შესასვლელად მოქმედი ან ვარგისი დოკუმენტები არ ჰქონდათ.
ჰელსინკი მოსკოვს კრიზისის ორკესტრირებაში, მიგრანტების საზღვრამდე მიყვანაში და მათ იქ დატოვებაში ადანაშაულებს, რასაც კრემლი უარყოფს.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ათასობით ადამიანი რუსულ მხარეს ელოდება ფინეთში გადმოსვლას “, – განაცხადა ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რანტანენმა პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ეს „საზოგადოებისთვის საფრთხეს“ წარმოადგენს.
ფინეთის ტყიან სასაზღვრო რაიონებში ზამთრის თვეებში ძლიერი ყინვისა და ღრმა თოვლის გამო ადამიანები ისეთი დიდი რაოდენობით არ ცდილობენ საზღვრის უკანონო გადაკვეთას, როგორც მინისტრის რწმენით, ეს გაზაფხულზე ტემპერატურის მატებასთან ერთად მოხდება.
ფინეთის საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის აგვისტოდან-დეკემბრამდე ფინეთის საზღვარზე 1 300-ზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი. მათი უმრავლესობა იემენიდან, სომალიდან და სირიიდან იყო. ამ რაოდენობიდან 900 ადამიანი ნოემბერში დარეგისტრირდა. შედარებისთვის, 2023 წლის აგვისტოს თვეში დღეში საშუალოდ მხოლოდ ერთი ადამიანი ოთხოვდა თავშესაფარს.

ასევე დაგაინტერესებთ