“უპასუხისმგებლო და პოლიტიკური მანიპულაცია” | ჩინეთის საგარეო ბაიდენის განცხადებაზე, რომ სი ძინპინი დიქტატორია

-ის პრეზიდენტის ს განცხადებას, რომელმაც ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს დიქტატორი უწოდა, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.
სამინისტროს შეფასებით, ბაიდენის ეს განცხადება “უპასუხისმგებლო” და “პოლიტიკური მანიპულაცია” იყო.
“მუდამ არსებობენ ისეთი არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც ჩინეთისა და ამერიკის ურთიერთობების დაშლას ცდილობენ, ეს არ იქნება წარმატებული”, – განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტი ერთმანეთს გუშინ შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე საათში, ჯო ბაიდენმა სი ძინ პინს დიქტატორი უწოდა.