ტყიბულიის მერიის თანამშრომელს შვილების თანდასწრებით ცოლზე ძალადობისთვის ბრალი წარედგინა

პროკურატურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცოლზე ძალადობისთვის ბრალდება წარედგინა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა”. – აღნიშნავს პროკურატურა.
ბრალდებული სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დღესვე დააკავეს და მის წინააღმდეგ -მ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით აღიძრა, რაც გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილ ძალადობას, გულისხმობს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.