ტენდერის ჩავარდნა, თუ კორუფცია და ცუდი მენეჯმენტი? – 79 მილიონი საბავშვო ბაღების საკვებისთვის

79 მილიონ ლარად შეფასებული ტენდერი, თბილისის საბავშვო ბაღები საკვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ჩავარდა. სააგენტომ ტენდერი მხოლოდ 30 დეკემბერს გამოაცხადა. ტენდერი ტექნიკური მიზეზით ჩაიშალა.
ახლა სააგენტო იტყვის, რომ იძულებულია საკვები გამარტივებული წესით შეიძინოს და არა ტენდერით.
ოპოზიციაში კორუფციის მაღალ რისკებსა და ცუდ მენეჯმენტზე საუბრობენ. 79 მილიონიანი ტენდერით თბილისის ყველა საბავშვო ბაღი უნდა მომარაგებულიყო.
“თბილისის მერიამ და ბაღების სააგენტომ ბავშვთა კვების მომსახურება დააყენა გადაუდებელი აუცილებლობის წინაშე, როდესაც გადაუდებელი აუცილებლობა დგება და ეს გადაუდებელი აუცილებლობა გამოწვეულია ტენდერის ჩატარებით, ეს არის ცუდი მენეჯმენტი. ამ დოკუმენტებით თუ ვიმსჯელებთ, 2024 წელი ბაღების სააგენტოსთვის მოვიდა მოულოდნელად. 30 დეკემბერს გამოაცხადეს ტენდერი და შესაბამისად ეს ტენდერი ვერ მოესწრო, ვერ მოესწრო იმიტომ, რომ რისკები არ იყო გათვლილი. ყველა ტენდერს ახლავს რისკი, რომ არ შედგეს, ჩაიშალოს ან ტენდერი ვინმემ გაასაჩივროს”

ასევე დაგაინტერესებთ