ტარიფების ზრდა საშუალოდ 15%-ით მოხდა – საქართველოს ფოსტა განცხადებას ავრცელებს

„ტარიფების ზრდა საშუალოდ 15%-ით მოხდა, რაც განპირობებულია საბაზრო ეკონომიკური პირობებით“, – ამის შესახებ საქართველოს ფოსტას განცხადებაშია ნათქვამი, სადაც საქართველოს ფოსტა ტარიფების ცვლილებას ეხმაურება.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ფოსტა ბაზარზე კვლავ ყველაზე დაბალი ტარიფებით აგრძელებს ოპერირებას.
„საქართველოს ფოსტა ეხმაურება კომპანიის წინააღმდეგ მედიაში და სოციალურ ქსელებში დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც შეეხება ტარიფების ცვლილებას.
კომპანია განმარტავს, რომ ტარიფების ზრდა საშუალოდ 15%-ით მოხდა, რაც განპირობებულია საბაზრო ეკონომიკური პირობებით და იმ ინვესტიციებითა და კაპიტალური ხარჯებით, რაც საჭიროა კარგი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ხარისხიანი საფოსტო მომსახურების განხორციელებისა და უწყვეტობისთვის.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ფოსტა ბაზარზე კვლავ ყველაზე დაბალი ტარიფებით აგრძელებს ოპერირებას“, – ნათქვამია საქართველოს ფოსტა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ