სინგაპური-კუალა-ლუმპურის ავიარეისი 2023 წლის ყველაზე გადატვირთულ მარშრუტად დასახელდა

ფრენის მარშრუტი სინგაპურსა და მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურს შორის 2023 წელს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული გახდა. ამის შესახებ ბრიტანული კვლევითი კომპანია OAG-ის რეიტინგშია ნათქვამი.
გასულ წელს ამ მარშრუტზე ორივე მიმართულებით მფრინავ თვითმფრინავებზე ადგილების საერთო რაოდენობამ 4,9 მილიონი შეადგინა – 2022 წელთან შედარებით ერთ-ნახევარჯერ მეტი. ორ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქს შორის ფრენას მხოლოდ ერთი საათი სჭირდება.
მეორე ადგილი დაიკავა მარშრუტმა კაირო – ჯედა (4,8 მილიონი ადგილი, ზრდა 38% 2022 წელთან შედარებით), მესამე – ჰონგ კონგი – ტაიპეი (4,6 მილიონი ადგილი, +130%).
ადგილების რაოდენობის ყველაზე მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა მარშრუტზე სეული – ოსაკა – 4,5-ჯერ 4,2 მილიონამდე, ხოლო სეული – ტოკიო (3,3-ჯერ, ასევე 4,2 მილიონამდე ადგილი).
მგზავრთა შორის ყველაზე პოპულარული მიმართულებების ათეულში ასევე შედიოდა დუბაი – ერ-რიადი (4 მილიონი ადგილი), ჯაკარტა – სინგაპური (3.9 მილიონი), ბანგკოკი – სინგაპური (3.5 მილიონი) და ბანგკოკი – სეული (3.4 მილიონი). ტოპ 10-ში ერთადერთი მარშრუტი, რომელიც აზიიდან არ არის, არის ფრენა ნიუ-იორკსა და ლონდონს შორის (3,9 მილიონი ადგილი, რეიტინგში მე-8 ადგილი).

ასევე დაგაინტერესებთ