სესხი თვითდასაქმებულებისთვის

თიბისი თვითდასაქმებულებს შესაძლებლობას აძლევს, სპეციალურად მათზე მორგებული სესხი გამარტივებული და გაუმჯობესებული პირობებით მიიღონ.

თუ ხართ დასაქმებული ან თვითდასაქმებული და ბოლო 6 თვეში გაქვთ მინიმუმ 5, არანაკლებ 300 ლარიანი ჩარიცხვა ნებისმიერი დანიშნულებით, ნებისმიერი პირისგან, შეგიძლიათ სწრაფი სამომხმარებლო სესხით ისარგებლოთ.

სესხი შეგიძლიათ აიღოთ თქვენი ნებისმიერი სურვილისთვის, მიზნობრიობა შეუზღუდავია – მოგზაურობა, დასვენება, ნივთების შეძენა და ა.შ.

სესხის თანხა შეადგენს 500-დან 30,000 ლარს და დამოკიდებულია ყოველთვიურ შემოსავალზე. ნომინალური განაკვეთი იწყება 12.25%-დან, ხოლო ეფექტური – 15.5 %-დან.

გაითვალისწინეთ, რომ სესხის აღება შესაძლებელია 6-დან 48 თვემდე ვადით, 20-დან 65 წლამდე პირებისთვის.

სესხის აღება შეუძლიათ თვითდასაქმებულ სხვადასხვა პროფესიისა და ხელობის მქონე ადამიანებს, ვისაც ანაზღაურება ს ანგარიშზე ერიცხება ნებისმიერი დანიშნულებით, ნებისმიერი პირისგან.

სესხის ასაღებად და დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ფილიალში ან დარეკვით კონტაქტ-ცენტრში *2727