საჰაერო ძალების მეთაური: უკრაინამ ჩამოაგდო რუსეთის Су-34 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი

უკრაინის არმიამ ჩამოაგდო ს Су-34 ტიპის კიდევ ერთი საბრძოლო-ბომბდამშენი თვითმფრინავი – წერს უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ტელეგრამით 27 თებერვალს.
“მინუს ერთი Су-34 აღმოსავლეთის მიმართულებით”, – დეტალების დაკონკრეტების გარეშე ამბობს გენერალი მიკოლა ოლეშჩუკი.
რუსეთს არ გაუვრცელებია განცხადება უკრაინული მხარის მიერ გამოქვეყნებულ ამ ცნობაზე, რომლის დამოუკიდებლად გადამოწმება ჯერჯერობით არ ხერხდება.
ოლეშჩუკი 21 თებერვალსაც აცხადებდა Су-34 ტიპის თვითმფრინავის ჩამოგდებაზე. არც ამ ცნობის დამოუკიდებლად დადასტურება არ იყო შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ვარდოსანიძე მამუკა გუგეშაშვილს – თქვენ ხართ იმ გუნდში, რომლის ლიდერიც იყო გენერალური პროკურორის მოადგილე იმ პროკურატურისა, რომელმაც “გააოგნა” ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

საბა ბუაძე – კიდევ ერთხელ მადლობა ნაკრებს, მწვრთნელებს, ყველას, ვინც ეს ისტორიული დღე გახადა შესაძლებელი – მინდა მივულოცო კახა კალაძეს, მიუხედავად იმისა, როგორია ჩემი შეფასება მასზე, როგორც ქალაქის მერზე