სახლი იწყება კარით – “გაბილდის” ინოვაციური ცეცხლგამძლე კარი

სახლის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია პირადი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
უსაფრთხო სახლი სიმშვიდის განცდას ქმნის. ეს კი მაცხოვრებელს რელაქსაციაში ეხმარება, რადგან მისი ქონება და, რაც მთავარია, საყვარელი ადამიანები საფრთხისგან დაცულია. საცხოვრებლის უსაფრთხოების მთავარი ნაწილი კი შემოსასვლელი კარია. რკინის კარი სახლის მთავარი დამცავია.
კომპანია “გაბილდი” შემოსასვლელი და შიდა კარების ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. თუ კარის ყიდვა ონლაინ გსურთ, ამის საშუალებას კომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე შეძლებთ.
რა ტიპის კარების შერჩევა შეგიძლიათ “გაბილდში?”
რკინის კარი – “გაბილდის” შოურუმებში შეხვდებით შემოსასვლელ რკინის კარს, რომელიც თქვენი საცხოვრებელი სივრცის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. პროდუქტები ერთმანეთისგან დიზაინით, ფერითა და ფუნქციონალით განსხვავდება. “გაბილდის” კატალოგში Porte Vista-ს, Dimak-ის, Gujia Doors-ისა და Torex-ის რკინის კარებს შეხვდებით.
შპონის კარი – ხის ფირფიტისგან დამზადებული კარი, რომელიც მომხმარებლისთვის მარტივად გამოსაყენებელი და კომფორტულია.
ეკო შპონი – შპონის მასალის ხელოვნური ალტერნატივა. ის სრულად იმეორებს ტრადიციული შპონის ყველა მახასიათებელს და არ შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს.
მასიური ხე – ხე კარგი მასალაა ხმის იზოლაციისთვის. ასეთი კარი საშუალებას მოგცემთ თქვენი პირადი სივრცე შემომავალი ხმაურისგან საუკეთესოდ დაიცვათ.
მდფ კარი – მასიური ხის ბიუჯეტური ვერსია. პროდუქტი წიწვოვანი ხის მასალისგან შედგება და როგორც ფერით, ისე საინტერესო დიზაინით გამოირჩევა.
მდფ კარები მსუბუქია და მარტივად დასაყენებელი. ის ასევე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტად ითვლება და გარემოსდაცვითი თვალსაზრისითაც კარგი შენაძენია.
ცეცხლგამძლე კარი – ასეთი ტიპის კარები, უმეტესწილად, საავადმყოფოებში, სკოლებში, სასტუმროებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში ყენდება. მას ხშირად საევაკუაციო კარადაც იყენებენ. ცეცხლგამძლე კარის შერჩევა “გაბილდის” შოურუმებშია შესაძლებელი.
შეღებილი კარები – მისი მთავარი უპირატესობა ინტერიერთან თავსებადობაა. ის საუკეთესოა სპეციფიკური ვიზუალის მქონე საცხოვრებელი სივრცეებისთვის.
თუ გსურთ კარები იაფად “გაბილდში” შეიძინოთ, ესტუმრეთ კომპანიის ოფიციალურ ვებსაიტს ან შოურუმებს.
რატომ “გაბილდი?”
კომპანიას განსაკუთრებულს მრავალი ფაქტორი ხდის. ერთ-ერთი მათგანი კი ის არის, რომ ის მომხმარებელს კარის შეძენა-დამონტაჟებასთან დაკავშირებული ყველა პრობლემის გადაჭრაში ეხმარება.
თავდაპირველად, “გაბილდის” სპეციალისტები სრულიად უფასოდ ზომავენ კარის ჭრილს, რის შემდეგაც მომხმარებელს საჭირო ზომის კარის შერჩევა შეუძლია “გაბილდის” შოურუმებში. სწორი პროდუქტის შეძენაში კი მას კომპანიის კვალიფიციური კონსულტანტები ეხმარებიან.
იმ შემთხვევაში, თუ კატალოგში არსებული კარები არ შეესაბამება ჭრილის ზომას, “გაბილდი” მზადაა სრულიად ახალი, ინდივიდუალური ზომისა და ფუნქციური მახასიათებლების მქონე კარი დაამზადოს. კომპანია კარის პროფესიონალურ მონტაჟსაც უზრუნველყოფს უახლესი მოწყობილობების გამოყენებით.
“გაბილდი” ყოველთვის ახერხებს თანამედროვე გამოწვევებისთვის ფეხის აწყობას, რაც, თავის მხრივ, პროდუქციისა და მომსახურების ხარისხზეც აისახება.
კომპანიის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია “გაბილდის” თბილისისა და ს შოურუმებში.