საქართველოს ეროვნული მუზეუმი მზადყოფნას გამოთქვამს, ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის დროს დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციაში დახმარებისთვის

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მზადყოფნას გამოთქვამს, ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციაში დახმარებისთვის.
როგორც მუზეუმის განცხადებაში ვკითხულობთ, ამ მიზნით მზად არიან სპეციალური ჯგუფიც შექმნან.
“სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული ს სამხატვრო გალერეაში 21 იანვარს მომხდარი ხანძრის გამო. ეროვნული მუზეუმი გამოხატავს მზადყოფნას, სამხატვრო გალერეის სპეციალისტებს აღმოუჩინოს დახმარება დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში და, ამ მიზნით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებისაგან შექმნას სპეციალური ჯგუფი”, – ვკითხულობთ ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს გამთენიისას დროებით ოკუპირებულ სოხუმში ცენტრალური საგამოფენო დარბაზი დაიწვა. გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანდა 4,000-მდე ნამუშევარი.