საპატიმროში მყოფი ირანელი სასულიერო პირი ციხიდან იტყობინება, რომ აიძულებენ აღიაროს დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია

ირანელი სასულიერო პირი, სემინარიის პროფესორი, ისლამური რესპუბლიკის უზენაესი მმართველის, აიათოლა ალი ხამენეის მიმართ ღია კრიტიკით ცნობილი მოჰამად თაჰი აქბარნეჟადი იშვიათი სატელეფონო საუბრის დროს ყუმის საპატიმროდან იტყობინება, რომ ხელისუფლება ცდილობს მის დისკრედიტაციას.
აქბარნეჟადი, ისლამური რესპუბლიკის მძაფრი მოწინააღმდეგე, 17 თებერვალს დააპატიმრეს “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” თანამშრომლებმა.
აქბარნეჟადი ამბობს, რომ მან 14 დღე გაატარა სამარტოო საკანში, რომ ციხის თანამშრომლები მასზე ზეწოლას ახდენენ, რათა აღიაროს დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია. „ისინი ზეწოლას ახდენენ, რომ ყალბი აღიარება გავაკეთო იმისთვის, რომ გამოძიების და სასამართლოს გარეშე გამათავისუფლონ. მათ სურთ, რომ ტელეკამერის წინაშე გამოვიდე და ჩემი სიტყვებისა და მოქმედებების გამო სინანული გამოვხატო“, – თქვა მან და დასძინა, რომ ისინი მისგან მოითხოვენ აღიაროს დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – „მონათა აღლუმის“ ჩატარების ყველანაირი მცდელობა ჩვენი სახელმწიფო მოხელეებისთვის დამამცირებელია – „მონათა აღლუმში“ თქვენი ძალით ჩამოყვანით გამცირებენ თქვენ, თქვენს ოჯახებს