საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, სამების საკათედრო ტაძარში, ს ოკუპირებულ ტერიტორიიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს გარდაცვლილ 23 პირის ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„უმძიმესი რეალობა და უმძიმესი შემთხვევაა, მაგრამ გარდაცვლილთა ოჯახებისთვის იდენტიფიცირებული ნეშტის გადაცემა ერთგვარი შვებაა, რადგან ამ წლების განმავლობაში ეს ადამიანები მათი ოჯახებისთვის დაკარგულად ითვლებოდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა პატივი მივაგეთ გარდაცვლილთა ხსოვნას და მათ ოჯახებს მივუსამძიმრეთ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
უწყების ცნობითვე, 23 იდენტიფიცირებული ნეშტიდან 21 სამხედრო, ხოლო 2 სამოქალაქო პირია. რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ.
„პატივი მივაგეთ აფხაზეთის ომში დაღუპულ ქართველ გმირ მებრძოლებს. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს ამ ომის მძიმე შედეგებს, იმ ტრაგედიას, ტკივილს და აგრეთვე იმ გმირულ ბრძოლას, რომელიც ადამიანებმა ათეული წლების წინ გასწიეს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფაიგ ნაბიევი – იფთარზე ჩვენი შეკრება იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა

გედევან ფოფხაძე – იზოლაციისკენ მივდივართ, რას ნიშნავს, „ვეტინგს“ არ გამოვიყენებთ და მურუსიძე ისეთი კარგი „ტიპია“, უცხოელებმა როგორ უნდა შეაფასონ? – ასეთი ლაპარაკით ევროპას დიდ კედლეს ამოვუშენებთ