საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, როგორ გადანაწილდებოდა ხმები პარტიებზე – IRI-ის კვლევის შედეგები

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25 პროცენტი „ქართულ ოცნებას“, 13 პროცენტი კი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერდა მხარს.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, პასუხები ასე გადანაწილდა: „საქართველოსთვის-გიორგი გახარია“ – 4%; „სტრატეგია აღმაშენებელი-“- 3%; „ხალხის ძალა“ -1%; „ლელო“-2%; „გირჩი“ -3%; „გირჩი“ და „დროა“ -ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია“ -2%; „ლეიბორისტული პარტია“ – შალვა ნათელაშვილი- 2%; „მოქალაქეები“ - -2%; „ხალხისთვის“ - -2%; „პატრიოტთა ალიანსი“-1%; „კონსერვატიული მოძრაობა“ – ალტ ინფო -1%; „ევროპული საქართველო“- -1%-ზე ნაკლები; სხვა -1%.
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი-14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%.

ასევე დაგაინტერესებთ