“სანქციებით რუსეთს ვერ დავაზიანებთ” – კობახიძე ლელოს ინიციატივას “მოღალატეობრივს” უწოდებს

ქართული ოცნების თავმჯდომარე პარტია ლელო საქართველოსთვის მიერ შემუშავებულ 9-პუნქტიან ინიციატივას “მოღალატეობრივს” უწოდებს. კობახიძე ირწმუნება, რომ “სთვის სანქციების დაწესებით არა რუსეთი, არამედ საქართველოს ეკონომიკა მიიღებს დარტყმას”.
“ზოგადად, როცა ვიღაცას უწესებ სანქციებს, უნდა დააზიანო სხვა, სხვანაირად რა აზრი აქვს სანქციას. რაც შეეხება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ჩვენ ჩვენი სანქციებით რუსეთს ვერ დავაზიანებთ, სამაგიეროდ საკუთარ ეკონომიკას მივაყენებთ უმძიმეს დარტყმას. ეს არის ამ ომის, ღალატის პარტიის მთავარი მიზანი, რამენაირად დააზიანონ საკუთარი ქვეყანა და ლელოც ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა. როცა იცი, რომ სანქციების დაწესება მინიმუმ 10%-ით შეამცირებს შენს ეკონომიკას პირველივე წელს, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 150 ათასი ადამიანი დაკარგავს სამსახურს და ამ ინიციატივას წარადგენ პარლამენტში, ხარ უბრალოდ მოღალატე და მეტი არაფერი. […] რაც შეეხება ლელოს ინიციატივას, ეს არის ჩვეულებრივი მოღალატეობრივი ინიციატივა, როდესაც შენი ხელით გინდა დააზიანო საკუთარი ქვეყანა, საკუთარი მოსახლეობა, 150 ათას ადამიანს დააკარგვინო სამსახური და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ შენ ხარ მომართული ღალატისკენ და ეს არის ლელოს სულისკვეთება, ისევე როგორც კოლექტიური ნაცმოძრაობის”, – ამბობს კობახიძე.
20 ნოემბერს პარტია ლელომ 9-პუნქტიანი გეგმა დააანონსა. როგორც ბრიფინგზე მ ისაუბრა, “საქართველოს დაცვის აქტის” მიზანი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესების დაცვაა.
ლელოს მიერ წარმოდგენილ გეგმაში, მათ შორის, შედის შემდეგი ნაბიჯები: რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების აკრძალვა; რუსული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვა; რუსული ბიზნესისთვის საოკუპაციო მოსაკრებლის დაწესება; რუსეთთან ფრენების აკრძალვა; რუსული სატელევიზიო არხების მაუწყებლობის აკრძალვა; რუსული ფონდების აკრძალვა.