სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ „ჰამასი“ ისრაელის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეის იარაღს იყენებს

სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ „ჰამასი“ ს წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეის იარაღს იყენებს.
სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, შეიარაღებული დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეის იარაღს იყენებს. სადაზვერვო სამსახურმა CNN-ს დაუდასტურა „ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ჰამასის“ მებრძოლებმა ჩრდილოეთ კორეული წარმოების F-7 სარაკეტო ყუმბარმტყორცნი გამოიყენეს.
სამხრეთ კორეის ეროვნულ სადაზვერვო სამსახურში აცხადებენ, რომ აგროვებენ კონკრეტულ მტკიცებულებებს ჩრდილოეთ კორეის მიერ „ჰამასისთვის“ იარაღის მიწოდების მასშტაბებსა და ვადებთან დაკავშირებით.
Small Arms Survey-ის მიხედვით, F-7 საბჭოთა/რუსული RPG-7-სა და ჩინური 69-1 ტიპის ყუმბარმტყორცნების ეკვივალენტია.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბუაძე – კიდევ ერთხელ მადლობა ნაკრებს, მწვრთნელებს, ყველას, ვინც ეს ისტორიული დღე გახადა შესაძლებელი – მინდა მივულოცო კახა კალაძეს, მიუხედავად იმისა, როგორია ჩემი შეფასება მასზე, როგორც ქალაქის მერზე

ფინანსთა სამინისტრო – საქართველოში საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა ფართოდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს

ნინო ვარდოსანიძე მამუკა გუგეშაშვილს – თქვენ ხართ იმ გუნდში, რომლის ლიდერიც იყო გენერალური პროკურორის მოადგილე იმ პროკურატურისა, რომელმაც “გააოგნა” ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო