საკრებულოების ნაწილში შესაძლოა “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციები აღარ იყოს

ზუგდიდის, ჭიათურისა და ს საკრებულოებში შესაძლოა ფრაქცია სახელწოდებით “ნაციონალური მოძრაობა” საერთოდ აღარ იყოს. მას შემდეგ რაც ამ რეგიონებში ფრაქციების თავმჯდომარეებმა, მოადგილეებმა და დეპუტატებმა ენმ დატოვეს, შესაძლოა ფრაქციებს სახელწოდება შეუცვალონ:
“მეგობრებთან ერთად თუ შევთანხმდით და თუ ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენილი ადამიანების მოთხოვნაც იქნება, ქალაქ ბათუმში ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა დაამთავრებს მუშაობას – თავისუფალი კვარტალი იქნება, სახელი შეეცვლება”- ამბობს ენმ-ის ყოფილი წევრი ბათუმის საკრებულოს ფრაქციიდან, ნოდარ დუმბაძე.
მან პარტია სთან ერთად, 4 დეკემბერს დატოვა.
გუშინ კი ენმ-დან წავიდნენ ზუგდიდისა და ჭიათურის საკრებულოების წევრები. ზუგდიდის ფრაქცია 22 დან 14-მა დეპუტატმა დატოვა, ჭიათურაში კი ხუთმა და ამით “ნაციონალურ მოძრაობას” ჭიათურის საკრებულოში მანდატები საერთოდ აღარ აქვს.
ენმ-დან წასულები ამბობენ, რომ ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას სხვა პლატფორმიდან გააგრძელებენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია საიდან. ისინი სთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამენ, თუმცა მელიას პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი არ გაუკეთებია.