სადგურის მოედანზე მოიჯარეებმა გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით აქცია გამართეს – მობილიზებულია საპატრულო პოლიცია

თბილისში, სადგურის მოედანზე მოიჯარეებმა გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მათთვის იჯარის გადახდა „ფიზიკურად შეუძლებელია”.

„ჩვენი მოთხოვნაა იყოს მოწესრიგებული, ნორმალური ბაზრის ტერიტორია, ვიარსებოთ და ვიმუშაოთ. არ იყოს გარევაჭრობა.

ჩვენ ვართ დაზარალებულები იმით, რომ ვერ ვიხდით იჯარას. გარეთაა ბაზრობა მთლიანად მოწყობილი. თუ ეს ასეა მიღებული, მაშინ ამოვალთ ჩვენც და აღარ გადავიხდით იჯარას. ფიზიკურად შეუძლებელია მისი გადახდა იმიტომ, რომ ხალხი ჩვენთან არ ჩამოდის”,- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ასევე დაგაინტერესებთ