საბერძნეთი აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილ წითელი ზღვის საზღვაო კოალიციას შეუერთდება

საბერძნეთი -ის ხელმძღვანელობით შექმნილ წითელი ზღვის საზღვაო კოალიციას შეუერთდება, – ამის შესახებ საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა განაცხადა.
„ფრეგატი სავაჭრო გემების, მეზღვაურების სიცოცხლის და გლობალური ეკონომიკის დასაცავად მრავალეროვნულ ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებს“, – განაცხადა ნიკოს დენდიასმა.
ბერძნული ფლოტის ფრეგატი წითელი ზღვის სამუშაო ჯგუფს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის ბრძანებით შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ სამშაბათს, აშშ-მა, ჰუსიტების გაძლიერებული თავდასხმების შედეგად, წითელ ზღვაში მრავალეროვნული საზღვაო ოპერაცია შექმნა.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ის ანგარიში – გარკვეული ჯგუფი, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთ, ხელისუფლების შესაცვლელად, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავდა – იგეგმებოდა კარავში ასაფეთქებელი მოწყობილობების აფეთქება, რასაც უნდა გამოეწვია მსხვერპლი

სუს-ი – 2023 წელს სხვადასხვა ძალების მიერ წარმოებული კამპანიის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხება, სტრატეგიულ მოკავშირეებთან ურთიერთობების დაზიანება