საარჩევნო კოდექსი უფრო თავსებადი უნდა იყოს ევროპულ კანონმდებლობასთან – თამთა მეგრელიშვილი

საარჩევნო კოდექსი უფრო თავსებადი უნდა იყოს ევროპულ კანონმდებლობასთან –
„საარჩევნო კოდექსი უფრო თავსებადია ევროპულ კულტურასთან – ამოსავალი წერტილი კი ცესკოს რეალური დამოუკიდებლობაა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა და დასძინა, რომ ვეტო პრეზიდენტის ხელში პოლიტიკური სათამაშოა.
მისივე თქმით, ვეტოს დაძლევა საპარლამენტო უმრავლესობას არ გაუჭირდება. „ვეტო პრეზიდენტის ხელში პოლიტიკური წონასწორობის უზრუნველყოფის მექანიზმი კი არ არის, ის რაღაც სატყუარაა, პოლიტიკური სათამაშო, რითაც ერთობა და ჰგონია, რომ მართლა საქვეყნო საქმეს აკეთებს.
ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი აბსოლუტურად მიკერძოებული ძალაა. ის უკვე პოლიტიკურად მიეკედლა ოპოზიციურ სპექტრს, რომელსაც დესტრუქციული მიზნები აქვს. საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანაში სუსტი შეყოვნებითი ვეტო მოქმედებს და მისი დაძლევა კონსტიტუციით გამარტივებულია. ვეტოს დაძლევას სჭირდება 75 ხმა, რაც პრობლემა არ იქნება. თუმცა აღსანიშნავია, რომ თავად ფაქტია სამარცხვინო.
საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის პირველ დამცველად უნდა გვევლინებოდეს, თავად არის სახელმწიფოს უზენაესი კანონის დამრღვევი. თუ ვეტო დაედება აღნიშნულ კანონს, ის მარტივად დაძლევადია, თუმცა შესაძლებელია ისეც მოხდეს, რომ გუნდმა გაითვალისწინოს პრეზიდენტის მოსაზრებები, მიიღოს და დაამტკიცოს, რასაც სჭირდება სრული შემადგენლობის ერთი მესამედი, ანუ არანაკლებ 50 ხმა.
არც ეს იქნება პოლიტიკური დილემა. დღეს რასაც ეწინააღმდეგება ოპოზიციური სპექტრი, არის ის, რომ ცესკოს იმ თავმჯდომარისა და მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელიც პარტიული კვოტით არის არჩეული. რეალურად ეს გაუქმება ემსახურება იმას, რომ საარჩევნო კოდექსი უფრო თავსებადი იყოს ევროპულ კანონმდებლობასთან – ამოსავალი წერტილი კი ცესკოს რეალური დამოუკიდებლობაა, რათა გამოყენებული არ იქნას რაღაც პოლიტიკურ ინსტრუმენტად. რეალურად ცხადი ხდება, რა არის მათი პოლიტიკური მიზანი და ამ პოლიტიკურ მიზანს თავს უკრავს და პოლიტიკური მიმღებლობა აქვს მოღალატე სალომე ზურაბიშვილს,“ – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ში, Black Lives Matter-ის მოძრაობის დროს, სამართალდამცველებმა 19 კაცი მოკლეს, ასობით დაასახიჩრეს და 14 000 დააკავეს, ჩვენ კი ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 11 პირზე გველაპარაკებიან აღშფოთებითა და შეშფოთებით