რუსთაველი ისევ გადაიკეტა – მოქალაქეები რუსული კანონის მიღების მცდელობას აპროტესტებენ

დედაქალაქის ცეწნტრალური გამზირი ისევ გადაკეტილია – მოქალაქეები მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის მიღების მცდელობას აპროტესტებენ. უწყვეტი აქციები საკანონმდებლო შენობასთან უკვე ერთ კვირაზე მეტია გრძელდება.
მე-4 დღეა პროტესტის ძირითადი ბირთვი ახალგაზრდები არიან, რომლებიც ყოველ საღამოს, 7 საათზე პარლამენტის წინ იკრიბებიან და შემდეგ, სხვადასხვა მიმართულებით, მსვლელობას აწყობენ. დღეს მარში უზენაეს სასამართლომდე გაიმართება.
ახალგაზრდები თვითორგანიზებულად იკრიბებიან და ყოველგვარი წინასწარი გეგმის გარეშე, სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ საკუთარ პოზიციას.
ამავე თემაზე:
· ვინ არ არის მზად ევროკავშირისთვის, ქართველი ხალხი თუ “ქართული ოცნება”? – კუბილიუსი ღარიბაშვილს
· საზოგადოებას აქვს შანსი, გააერთიანოს ძალები პროევროპული ალტერნატივის შესაქმნელად არჩევნებისთვის – ევროპარლამენტარი

ასევე დაგაინტერესებთ