“რუსეთის ქმედებები და მუქარები მოლდოვისა და საქართველოს მისამართით, ღრმად შემაშფოთებელია” | პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ს ქმედებები და მუქარები მოლდოვისა და საქართველოს მისამართით, ღრმად შემაშფოთებელია” | პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი
“რუსეთის ქმედებები და მუქარები მოლდოვისა და საქართველოს მისამართით, ღრმად შემაშფოთებელია”, – ამის შესახებ პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟოაო გომეს კრავინიო საუბრობს. ასევე, ამბობს, რომ ევროპის უსაფრთხოებისთვის ძლიერი და დამოუკიდებელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
…რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ აღნიშნავს გადახრის მომენტს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩამოყალიბდა. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის უგუნური ქცევის მორიგი მსხვერპლი ეუთო არ გახდეს. პორტუგალიას სჯერა, რომ ევროპის უსაფრთხოებისთვის ძლიერი და დამოუკიდებელი უკრაინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვადასტურებთ შემართებას, გავაგრძელოთ ს მხარდაჭერა, როდესაც უკრაინა იყენებს თავდაცვის უფლებას. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას და უზრუნველვყოფთ სამხედროების სწავლებას, რადგანაც დღეს სწორედ ეს არის ევროპის უსაფრთხოებაში შეტანილი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი. ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რომ ვუთხრათ რუსეთს, შეწყვიტოს აგრესია, გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინიდან დაუყოვნებლივ, რადგანაც მხოლოდ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ამ საშინელ ომზე. რუსეთის აგრესიის გავრცელების საფრთხე ჩვენს რეგიონში არსებულ გაჭიანურებულ კონფლიქტებზე რეალურია. მთიან ყარაბაღში, ეთნიკური სომხების ტრაგიკული მდგომარეობა, რომლებსაც ჰქონდათ რუსების ჩაურევლობის იმედი, რუსეთის ქმედებები და მუქარები მოლდოვისა და საქართველოს მისამართით, დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ასევე ღრმად შემაშფოთებელია“, – განაცხადა პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.