რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – რუსეთსა და ნატო-ს შორის შეიარაღებული კონფლიქტის განვითარება ნატო-ზეა დამოკიდებული – ახლო მომავალში ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია

რუსეთსა და ნატო-ს შორის შეიარაღებული კონფლიქტის განვითარება ნატო-ზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
რიაბკოვი რუსეთსა და ნატო-ს შორის შეიარაღებულ კონფლიქტს არ გამორიცხავს.
„ეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზეა დამოკიდებული. არჩევანი მთლიანად ნატო-ს მხარეზეა. ჩვენ მზად ვართ, როგორც უკვე ვაჩვენეთ, ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით ჩვენი ეროვნული ინტერესები დავიცვათ“, – განაცხადა რიაბკოვმა.
რიაბკოვმა აღნიშნა, რომ ახლო მომავალში რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია.
„არ ვფიქრობ, რომ რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები ახლო მომავალში ამა თუ იმ ფორმით აღდგება. ეს პრინციპული და პრაქტიკული მიზეზების გამოა გამორიცხული. თუ ვინმე დასავლეთში თვლის, რომ ჩვენ ეს ურთიერთობები გვჭირდება, მაშინ მათ მცდარი წარმოდგენა აქვთ“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაზარე გრიგორიადისის დედა – ლაზარემ მითხრა, რომ იძაბება, როცა ხედავს ბევრ ხალხს, გონება ეფანტება, ამიტომ გადაწყვიტა, ონლაინ ჩართულიყო, მაგრამ მოსამართლემ გადაწყვიტა ისე, როგორც გადაწყვიტა