რუსეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთს და არაბთა საამიროებს ეწვევა

ს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომლის მიმართ დაპატიმრების ორდერია გაცემული, ამ კვირაში საუდის არაბეთს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, შინ დაბრუნების შემდეგ კი მოსკოვში ირანის პრეზიდენტს შეხვდება.
საზღვარგარეთ თავისი იშვიათი მოგზაურობის დროს, კრემლის ცნობით, პუტინთან შეხვედრებზე, ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად განიხილება პალესტინელებსა და ისრაელს შორის კონფლიქტი, ნავთობის ბაზართან დაკავშირებული საკითხები კი „ყოველთვის რჩება დღის წესრიგში“.
საუდის არაბეთში დაგეგმილია ტახტის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან მოლაპარაკება, ხოლო მანამდე საამიროებში ის სამუშაო ვიზიტს გამართავს.
პუტინი ბოლოს რეგიონს 2019 წელს სტუმრობდა.
წელს მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გასცა პუტინის და ბავშვთა უფლებების სფეროში მისი წარმომადგენლის მიმართ. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა რუსეთსა და ს შორის ომის დროს უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციისთვის, რაც საერთაშორისო სამართლით, ომის დანაშაულია.

ასევე დაგაინტერესებთ