რკინიგზა და ტურიზმი – ინგუშეთში რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს სხდომა ჩატარდა

ინგუშეთში რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს სხდომა ჩატარდა. როგორც ინგუშეთის რესპუბლიკის ადგილობრივი მთავრობის განცხადებაში ირწმუნებიან, შეხვედრას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებებისა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები ორივე ქვეყნიდან.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრის თემა ეთმობოდა ტურიზმსა და საქართველო-ს ურთიერთობებში კულტურულ ღირებულებებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეები შეთანხმდნენ სატრანსპორტო კავშირების ორგანიზებაზე, ახალგაზრდული ფესტივალების გამართვასა და ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის ჩატარებაზე.
როგორც განცხადების ბოლოშია აღნიშნული, ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა მოინახულეს “ინგუშეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის დაწყების ადგილი”.
ამ სარკინიგზო ხაზის შესაძლო აშენებაზე საუბარი 2023 წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც ეს იდეა რუსეთის სავაჭრო პალატის ვიცეპრეზიდენტმა, ვლადიმირ პადალკომ ახსენა. საქართველოს ხელისუფლებას ამ შესაძლო პროექტზე კომენტარი არ გაუკეთებია.