რიმა ბერაძე: აჩიკო თალაკვაძე არის საუკეთესო გურული, შესანიშნავი პიროვნება, კარგი პოლიტიკოსი, კარგი ადამიანი

“ოცნების” წევრი რიმა ბერაძე ამბობს, რომ ზურაბ აზარაშვილის გადაყენების გადაწყვეტილება მ რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ მიმდინარე პროცესების გამო მიიღო.

ნახეთ ის პროცესები, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით იყო. ამასთან დაკაშირებით ისაუბრა ბატონმა მთავრობის თავმჯდომარემ, ჰქონდა შეხვედრები და ყველაზე მთავარი ის არის, რომ პრემიერმა გაითვალისწინა ის რეალობა, რაც არსებობდა ამ წუტას და ამის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება”, – ამბობს რიმა ბერაძე.

განიხილება თუ არა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე არჩილ თალაკვაძის თანამდებობა, ამასთან დაკავშირებით, რიმა ბერაძე ამბობს, რომ ამაზე გუნდი იმსჯელებს.

აჩიკო თალაკვაძე არის საუკეთესო გურული, შესანიშნავი პიროვნება, კარგი პოლიტიკოსი, კარგი ადამიანი და ამას თვითონ გუნდი გადაწყვეტს ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი. სხვა რაიმეს თქმის უფლება ამ წუთას მე არ შემიძლია”, – ამბობს რიმა ბერაძე.  

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო ბაიდენი უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცებაზე – მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც თავს იცავენ „ჰამასის“ მსგავსი ტერორისტებისგან და პუტინის მსგავის ტირანებისგან