“რეფორმები აუცილებელია, ვიდრე საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება” | ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, მ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ EU-ს 27 წევრი სახელმწიფო ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას გაითვალისწინებს.
როგორც ჰერჩინსკი ამბობს, საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა, უფრო მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა.
მისი თქმით, ევროკომისიის 9 ნაბიჯის შესასრულებლად ყველამ უნდა იმუშაოს.
“ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა. ვართ იქ, სადაც ვართ. ბოლო დღეებშიც ბევრი ახალი ინიციატივა იყო რეფორმებთან დაკავშირებული წინსვლისთვის. რეფორმები აუცილებელია ამ და მომდევნო ნაბიჯებისთვის, ვიდრე საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება. მოხარული ვარ, რომ მთავრობამ ძალიან სწრაფად იმოქმედა და 9-ნაბიჯიანი სამოქმედო გეგმა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელს გადაუგზავნა. ევროკომისიაში ჩემი კოლეგები განიხილავენ ამ სამოქმედო გეგმას და მათ ექნებათ უკუკავშირი. ყველა უნდა მუშაობდეს ამ 9 ნაბიჯის შესასრულებლად, რაც საჭიროებს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციიდან,” – ამბობს ჰერჩინკსი