რესპუბლიკელები უკრაინის დახმარების წინააღმდეგ | აშშ სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას ამ დრომდე ვერ ახერხებს

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის განხილვა შეერთებული შტატების სენატში ჩავარდა. რესპუბლიკელების წინააღმდეგობის დაძლევა ვერ მოხერხდა, რის გამოც ამ დრომდე ღიად რჩება საკითხი, შეძლებს თუ არა ომში მყოფი ქვეყანა ფინანსური დახმარების ყველაზე მასშტაბური ტრანშის მიღებას.
რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გვერდის ასავლელად სთან ერთად იმავე პაკეტში იყო გათვალისწინებული დახმარება სთვისაც, თუმცა ცხარე დებატების შემდეგ კენჭისყრა კანონპროექტის ჩავარდნით დასრულდა.
105 მილიარდიანი დახმარების პაკეტის დაუყოვნებლივი დამტკიცებისკენ კონგრესს დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც მოუწოდა. წინააღმდეგობრივი მუხტის გაძლიერების ფონზე მ გააუქმა შტატებში სიტყვით გამოსვლა სენატის წინაშე. რამდენიმე დღეა ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკიც.
ავტორი: ზურა პეტროსიანი