რეაბილიტაცია თუ აქციების შიში? | კალაძე წინასაარჩევნოდ რუსთაველის გამზირის პარალიზებას გეგმავს

წინასაარჩევნოდ დედაქალაქის მერია ქვეყნის მთავარი გამზირის პარალიზებას გეგმავს. ოფიციალური მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც მინიმუმ 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები ხედავენ რისკებს, რომ 2024 წლის გადამწყვეტი არჩევნების წინ რუსთაველის გამზირზე მოძრაობის შეზღუდვა შესაძლოა ქართული ოცნების შიშებს უკავშირდებოდეს, ხელისუფლებისთვის კი ეს ბრალდებები სასაცილოა.