პუტინი ამბობს, რომ რუსეთში თავდასხმა ისლამისტებმა განახორციელეს, თუმცა კვლავ მიანიშნებს უკრაინის როლზე

ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს თქვა, რომ გასულ კვირას, რუსეთში, კონცერტისას მომხდარი თავდასხმა ისლამისტების მიერ განხორციელდა. თუმცა, პუტინის თქმით, ის ვარაუდობს, რომ ეს ასევე უკრაინის სასარგებლო ქმედება იყო და რომ შესაძლოა, მომხდარში კიევმა გარკვეული როლი ითამაშა.
პუტინის სიტყვით გამოსვლა, კრემლში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც თავდასხმის საპასუხოდ მიღებულ ზომებს მიეძღვნა, მას შემდეგ გავრცელდა, რაც საფრანგეთიც შეუერთდა შეერთებულ შტატებს და თქვა, რომ დაზვერვის ინფორმაცია მიუთითებდა ისლამური სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე.
რუსეთში, ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე სასიკვდილო თავდასხმისას, ოთხი მამაკაცი კრასნოდარში, “კროკუს სითი ჰოლში” პარასკევს ღამით, საბჭოთა როკ ჯგუფის “პიკნიკის” კონცერტის დროს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად მოკლულია 139, ხოლო დაჭრილია 182 ადამიანი.
თავდასხმაში მონაწილეობისთვის ოთხი პირი დააკავეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული ეჭვმიტანილებიდან ოთხივე პირი ტაჯიკეთის მოქალაქეა და ისინი დანაშაულს აღიარებენ. არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა ეს აღიარებითი ჩვენებები იძულების გზით იყოს მიღებული. ვარაუდის საფუძველს იძლევა კადრები რომლებიც სასამართლო დარბაზშია გადაღებული, სადაც ჩანს, რომ დაკავებულებს მძიმე დაზიანებები აქვთ მიყენებული.

ასევე დაგაინტერესებთ