პრობლემები, რომელზეც კლიჩკო საუბრობს კარგად იფუთება, მაგრამ ფაქტია, ომში, რომელიც “დიდმა ბიძიებმა” დაგეგმეს, უკრაინელი თავისუფლებისმოყვარე ხალხი იღუპება – თამთა მეგრელიშვილი

“ხალხის ძალის” წევრი ს მერის, ვიტალი კლიჩკოს ერთ-ერთ ინტერვიუს ეხმიანება, სადაც იგი აცხადებს, რომ “ ავტორიტარიზმისკენ მიდის და შესაძლოა, აღარ იყოს განსხვავებული სგან, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ახირებაზეა დამოკიდებული,”.
მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ კლიჩკო ღიად და დაუფარავად ალაპარაკდა პრეზიდენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების შიდა დაპირისპირებაზე.
მისივე თქმით, გარედან ყველაფერი სხვაგვარად ჩანს, პრობლემები რომელზეც ვიტალი კლიჩკო საუბრობს ფაქტია კარგად იფუთება და გარეთ ნაკლებად გამოდის.
“კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ღიად და დაუფარავად ალაპარაკდა პრეზიდენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების შიდა დაპირისპირებაზე. მისი განცხადებით, უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის. ის ამბობს, რომ ომის პირველ თვეებში ქვეყანა ლიდერის გარეშე იყო დარჩენილი და საომარ პროცესში მერები მთავარ როლს ასრულებდნენ, როგორც აზრის ლიდერები და ქალაქების დაცვაში ეხმარებოდნენ ხალხსა და სამხედროებს, ამასთან ერთად, კიევის მერმა განაცხადა, რომ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მას არცერთი შეხვედრა ან სატელეფონო საუბარი არ ჰქონია პრეზიდენტ სთან.
რას ნიშნავს ეს?!
გარედან ყველაფერი სხვაგვარად ჩანს, პრობლემები რომელზეც ვიტალი კლიჩკო საუბრობს ფაქტია კარგად იფუთება და გარეთ ნაკლებად გამოდის, მაგრამ ფაქტია, არის სერიოზული დაპირისპირება და პრობლემები და ომში რომელიც “დიდმა ბიძიებმა” გადაწყვიტეს და დაგეგმეს უკრაინელი თავისუფლებისმოყვარე ხალხი იღუპება”,- წერს მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ