პოლონეთი გერმანიისგან მეორე მსოფლიო ომის რეპარაციების გადახდას ისევ ითხოვს

პოლონეთი გერმანიისგან მეორე მსოფლიო ომის რეპარაციების გადახდას ისევ ითხოვს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ ისაუბრა და გერმანიისგან მეორე მსოფლიო ომში პოლონეთის დანაკარგების ფინანსური კომპენსირება მოითხოვა.
რადოსლავ სიკორსკი ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფება, სადაც თქვა, რომ იმედი აქვს, გერმანია იპოვის კრეატიულ გზებს რეპარაციების გადასახდელად. როგორც ცნობილია, გერმანიამ პოლონეთს 1.3 ტრილიონი ევრო უნდა გადაუხადოს 5.2 მილიონი პოლონელის ომში სიკვდილის კომპენსაციის სახით.
“ძლიერ ევროპას, რომლის ცენტრიც უახლოეს წლებში აღმოსავლეთით გადაიწევს, სჭირდება ისეთი გერმანია-პოლონეთის ისეთი მეგობრობა, როგორიც არასოდეს ყოფილა და ღრმა ნდობა ვარშავასა და ბერლინს შორის” – თქვა სიკორსკიმ.
გერმანია წლების განმავლობაში უარყოფს ფინანსური კომპენსაციის ვალდებულებას იმის გამო, რომ 1953 წელს პოლონეთმა გაიწვია სარჩელები აღმოსავლეთ გერმანიის წინააღმდეგ.