პოლიციელი შსს–ს და მინისტრის წინააღმდეგ – გომელაურის სიძის სკანდალური საქმე

გაუშვებენ თუ არა ციხეში შს სამინისტროს თანამშრომლებს? ტვ პირველის ცნობით, გომელაურის სიძის სკანდალურ საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. საუბარია პატრულის თანამშრომლის წინააღმდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, რომელმაც გაბედა და შს მინისტრის სიძეს ალკოტესტის გავლა მოსთხოვა. ამის გამო ანდრია სიხარულიძე სამაგალითოდ დასაჯეს.
ახლა გამომძიებლებმა უნდა დაადგინონ, რა ვითარებაში გახდა ანდრია სიხარულიძე მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ.
სასამართლოს უკვე აქვს დაზარალებული ანდრია სიხარულიძის ჩვენება, რომელიც სამართალდამცველებს დაკავების მომენტში და შემდეგ უკვე წინასწარი მოთავსების იზოლატორში მის წინააღმდეგ სასტიკ მოპყრობაში ამხელს. პოლიციელს მალე ციხეში გამომძიებლებიც დაჰკითხავენ.

ასევე დაგაინტერესებთ