პოლიცია აქციის მონაწილეებს პარლამენტისთვის წრის შემორტყმის საშუალებას არ აძლევს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ცდილობენ პარლამენტის შენობას წრე შემოარტყან, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.
აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს შენობისთვის სკანდირებით დაერტყათ წრე, რათა ქართული ოცნების წევრებს მათი პროტესტის ხმა გაეგოთ.
შენობის მიმდებარედ მობილიზებულია სპეცრაზმი, ასევე იყო გამაფრთხილებელი სიგნალი აქციის მონაწლებისთვის. ქართულ ოცნებას მობილიზებული ჰყავს წყლის ჭავლის მანქნააც.
“საკომიტეტო განხილვა მიდის ფინალურ ფაზაში და მიუხედავად ამ რაოდენობის ადამიანებისა, მათ არ აქვთ ლეგიტიმაცია უყარონ კენჭი არც დღეს არც ხვალ. ამიტომ, გთავაზობთ უკიდურესად მშვიდობიანად დავარტყათ წრე პარლამენტს და გავაგონოთ სკანდირებით ყველა შესასვლელიდან ხმა “არა რუსულ კანონს”. სკანდირებით გამოვხატოთ, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, მშვიდობიანად დავიცვათ ჩვენი უფლება”- თქვა გიორგი ქადაგიძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამ გამოსვლის შემდეგ პოლიციამ განცხადება გაავრცელა, სადაც საზოგადოებას მოუწოდა, “არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს”.