პოლიტსაბჭოს პრემიერობის კანდიდატს ივანიშვილი წარუდგენს – “ოცნების” განახლებული წესდება

გაუშვებს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს სახლში? ოლიგარქმა მთავრობის მართვის ბერკეტი ახლა უკვე ფორმალურად სრულად დაიბრუნა. პარტია “ქართულმა ოცნებამ” წესდებაში ცვლილებები შეიტანა და პრემიერ მინისტრის კანდიდატურის წარდგენის უფლება “ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მისცა.
განახლებულ წესდებაში წერია, რომ პრემიერმინისტრის კანდიდატურის წარდგენის პროცედურაში მნიშვნელოვან როლს სწორედ საპატიო თავმჯდომარე ასრულებს. პოლიტსაბჭოს პრემიერმინისტრობის კანდიდატურას დასამტკიცებლად სწორედ ის წარუდგენს.
დოკუმენტში წერია, რომ საპატიო თავმჯდომარე პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველია და მას პოლიტიკური საბჭოს სხდომების მოწვევაც შეუძლია. ციტატა: „პოლიტიკური საბჭოს სხდომას იწვევს პარტიის საპატიო თავმჯდომარე ან პარტიის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პოლიტიკური საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით”.
პარტიის საპატიო თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება, „ქართული ოცნების” რიგგარეშე ყრილობის მოწვევაც. ის ასევე არის პოლიტსაბჭოს წევრი.
,,ტვპირველი”