პირბადეები, წყალი, მედიკამენტები და ა.შ. – “პაცცა” აქციის მონაწილეებს პირველადი საჭიროების ნივთებს უფასოდ სთავაზობს

პიცერია “პაცცა” აქციის მონაწილეებს სხვადასხვა საჭიროების ნივთსა და მედიკამენტს სთავაზობს. როგორც ფეისბუქგვერდზე წერენ, ინგოროყვას ფილიალში (ინგოროყვას #10, მთავრობის ადმინისტრაციის პირდაპირ) მომარაგებული ექნებათ შემდეგი ნივთები: პირბადეები; წყლები; სპაზმის საწინააღმდეგო სპრეი (სასუნთქი გზებისთვის); წყალბადის ზეჟანგი; ნატრიუმის ქლორიდი (თვალებისთვის); ჭრილობების სტიკერები; ბამბები და ქოქოსის ნახშირი.
“რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უფასოა. უბრალოდ, ცხადია განუსაზღვრელი ოდენობით ვერ ვახერხებთ ყველაფრის მობილიზებას, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მოვაკითხოთ ამ ნივთებს და მედიკამენტებს. მაგრამ აქვე ვიმედოვნოთ, რომ საერთოდ არც დაგვჭირდება. მშვიდობა და ევროპაა ის, რაც ყველას გვჭირდება”, – ვკითხულობთ “პაცცას” ფეისბუქგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რუსულ კანონს განიხილავს. განხილვის პარალელურად, დილის 10:00 საათიდან, პარლამენტის უკან აქცია მიმდინარეობს. საღამოს, 19:00 საათზე მასშტაბური აქცია გაიმართება პარლამენტის წინ.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – ევროპარლამენტში იყო სერიოზული და ხისტი შეფასებები, ამ ხელისუფლების პირობებში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნა ძალიან რთული იქნება – ყოველდღიური ბრძოლაა მოსაგები

გიორგი ვაშაძე – 29 აპრილს რაც იქნება ხალხის მოთხოვნა, იმას გააკეთებს ოპოზიცია – ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, პარლამენტის შიგნით თუ გარეთ, მწვავე იყოს ეს დღე და იქნება კიდეც, რადგან სამშობლოს გვართმევენ