პიკე: “რეალის” მიერ მოგებული ბოლო ჩემპიონთა ლიგა არავის ემახსოვრება

ვეტერანმა ფეხბურთელმა ხერარდ პიკემ ჟურნალისტებთან მადრიდის “რეალის” შესახებ ისაუბრა.
“ბარსელონას” ყოფილი ცენტრალური მცველის თქმით, “ბლანკოსის” ბოლოდროინდელი გამარჯვებები მალე აღარავის ემახსოვრება.
“რეალი” არ შეცვლილა, მათი თამაშის ხარისხი დაბალია, თუმცა გამარჯვებების მოპოვებას ახერხებენ. მათ ესპანეთში უფრო მეტი ქომაგი ჰყავთ, ვიდრე “ბარსელონას”, ჩვენ ყველა გვერდიდან გვიყურებს.
მიუხედავად ამისა, როდესაც “ბარსელონა” იგებს, სამუდამოდ იმახსოვრებენ, “რეალის” გამარჯვებები კი დასამახსოვრებელი სულაც არ არის.
დარწმუნებული ვარ, “რეალის” მიერ მეთოთხმეტედ მოგებული ჩემპიონთა ლიგა არავის ემახსოვრება”, – განაცხადა პიკემ.