“პატიმარი და ოლიგარქი” – The Economist-ის სტატია სააკაშვილსა და ივანიშვილზე

“პატიმარი და ოლიგარქი” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და არაფორმალური მმართველის შესახებ ჟურნალი “ეკონომისტი”. მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ბრიტანული გამოცემა მიმოიხილავს როგორც პატიმრობისას ს გაუარესებულ ჯანმრთელობას, ასევე მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ისტორიულ მნიშვნელობას საქართველოსთვის და წერს:
“საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება. მიუხედავად პატიმრობისა, სააკაშვილი მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერად რჩება. თუმცა, სასწორზე ახლა უფრო მეტი დევს, ვიდრე ერთი ადამიანის თავისუფლება. საქართველოს მოსახლეობა ძირითადად პროევროპულია და ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 2012 წლიდან იმყოფება და დომინირებს ადგილობრივ ხელისუფლებაში. მაგრამ ბევრს მიაჩნია, რომ ხელისუფლება ს მარიონეტია – იდუმალი ოლიგარქისა, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში იშოვა… ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოუტანს დაცვას სგან, რომელიც კავკასიას თავისი გავლენის სფეროს ნაწილად განიხილავს. თუმცა, შესაძლოა ამან დათვი გააღიზიანოს კიდეც. ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართული ოცნების ხელისუფლება ორ მხარეს შორის მანევრირებს. ქვეყანამ მიიღო ათიათასობით რუსი დევნილი და თავშესაფრით უზრუნველყო უკრაინელებიც. გარდა ამისა, მან პუტინის რამდენიმე ცნობილი კრიტიკოსი არ შეუშვა საკუთარ ტერიტორიაზე და უარი თქვა დასავლეთის სანქციების რეჟიმთან შეერთებაზე, რის შედეგადაც რუსეთთან გაზრდილი ვაჭრობით სარგებლობს. უფრო მეტიც, ის აჭიანურებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის აუცილებელი კრიტერიუმების შესრულებას. წლევანდელმა კენჭისყრამ შეიძლება განსაზღვროს, ადასტურებს თუ არა საქართველო თავის ევროპულ მისწრაფებებს და ამით ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, თუ რუსეთის მიერ შთანთქმის გზაზე დგება.” წერს გამოცემა.
წყარო – მთავარი არხი

ასევე დაგაინტერესებთ