პარტია „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ დასავლეთ საქართველოში საპენსიო საკითხებზე ტურნეს იწყებს

პარტია „ – მოქალაქეები“ დასავლეთ საქართველოში საპენსიო საკითხებზე ტურნეს იწყებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „მოქალაქეები“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, პოლიტიკური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი, პარტიის იურისტებთან და გუნდის წევრებთან ერთად, 12 მარტს ზუგდიდში, 13 მარტს ბათუმში, 14 მარტს ფოთსა და ლანჩხუთში ჩავა და საპენსიო სესხებით დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდება.
„შეხვედრების მიზანია იმ ადამიანების დახმარება, ვინც საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს „ლიბერთი ბანკთან“ გამკლავებას, რომელმაც მათ პანდემიის დროს სამთვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის სანაცვლოდ სესხები სამი და ოთხი წლით უსამართლოდ გაუხანგრძლივა. ამას გარდა პენსიონერებს კონსულტაცია გაეწევათ ე.წ. „ოვერდრაფტებთან“ დაკავშირებით, რომელიც ბანკმა მათ ისე გაუფორმა, რომ არ აუხსნა რა ტიპის სესხთან ჰქონდათ საქმე. არაერთმა პენსიონერმა საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ აქტიურობის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი სესხი ფაქტობრივად უსასრულოა, რადგან ყოველთვიური პროცენტის გადახდისას თანხის ძირს არაფერი აკლდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
„თბილისსა და რეგიონებში გამართული არაერთი შეხვედრა/კონსულტაციის შედეგად, სესხის ძველ ჩარჩოში დაბრუნების და განულების რამდენიმე ასეული შემთხვევა უკვე გვაქვს. შეხვედრების პარალელურად, დაზარალებულ პენსიონერებს ვეხმარებით მათი სასესხო პრობლემის შესაბამისად სპეციალურად შემუშავებული განცხადებების დაწერასა და ბანკში შეტანაში. ჩვენი აქტიურობის შედეგია ისიც, რომ პარლამენტში მოსული პრემიერ მინისტრი დაგვპირდა საკითხზე სამუშაო ჯგუფის შექმნას. პრობლემა აღიარა ინტერპელაციით ჩვენს მიერ პარლამენტში დაბარებულმა ნათია თურნავამაც, რომელიც ასევე ქმედითი ნაბიჯების გადადგმას დაგვპირდა. პროცესს გავაგრძელებთ, ვაგრძელებთ სასამართლოში დავასაც“,- აცხადებს ქეთევან თურაზაშვილი.
პარტიის ინფორმაციით, პარლამენტის დეპუტატი პარტია „მოქალაქეებიდან“ საპენსიო პრობლემებზე მესამე წელია აქტიურად მუშაობს.
„შეხვედრების გარდა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყენებს პარლამენტის ტრიბუნას პენსიონერთა პრობლემებზე სასაუბროდ, აგზავნის სადეპუტატო კითხვებს და აღსანიშნავია სარჩელიც, რომელიც პარტიამ სასამართლოში პენსიონერების უფლებების დასაცავად შეიტანა.
აღსანიშნავია, რომ პარტია „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეებმა“ საპენსიო საკითხებზე მუშაობა პარლამენტში შესვლისთანავე დაიწყო, პირველი წარმატება ,,ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობით მიღწეული, საპენსიო სესხის განაკვეთის 40%-დან 26%-მდე დაწევა იყო.
დაგეგმილი შეხვედრების მისამართები და დროები: ქ. ზუგდიდი – 12 მარტი, 14:00 საათი. გამსახურდიას გამზირის და თავისუფლების მოედნის კვეთა, ბულვარის დასაწყისი (ღვთისმშობლის მოზაიკასთან). ქ. – 13 მარტი ოთხშაბათი, 12:00 საათი, ევროპის მოედანი მედეას ძეგლი. ქ. – 14 მარტი, ხუთშაბათი, 11 საათი. გეგიძის ქ. N22, ნიკო ნიკოლაძის ძეგლთან. ქ. ლანჩხუთი – 14 მარტი, ხუთშაბათი 15:00 საათი, ჟორს ქ. ცენტრალური პარკი, ლანჩხუთის „გურიას“ მონუმენტთან“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ