პაატა დავითაია – ამ ისტორიული გადაწყვეტილებით საქართველო დაბრუნდება ევროპულ ოჯახში

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ, არის ისტორიული გადაწყვეტილება. ეს არის ქართველი ხალხის, საქართველოს ყველა მოქალაქის გამარჯვება – საქართველო ფართოდ შეაღებს ევროკავშირის კარს და დაბრუნდება დიდ ევროპულ ოჯახში – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა, რითაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ეხმაურება.
მისი თქმით, ეს არის წერტილი, რომლიდანაც საქართველოს ჩრდილოეთისკენ შემობრუნება შეუძლებელია.
„ვულოცავ საქართველოს, ჩვენს ხალხს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ეს არის დიდი დღესასწაული საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ეს არის წერტილი, რომლიდანაც საქართველოს ჩრდილოეთისკენ შემობრუნება შეუძლებელია. მადლობას გადავუხდი ჩვენს ერთგულ პარტნიორებს, ევროკავშირს გაწეული შრომისთვის და ამ გადაწყვეტილებისთვის.
იმედს ვიტოვებ, რომ 2024 წელს დაიწყება დიალოგის პროცესი საქართველოსთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ქვეყანა გადადგამს დამაჯერებელ ნაბიჯს ევროპულ ოჯახში”,- აცხადებს პაატა დავითაია.

ასევე დაგაინტერესებთ