„ოქროს გლობუსი“ მიიღო „ატომური ბომბის მამაზე“ გადაღებულმა ფილმმა

ლოს-ანჯელესში გაიმართა პრესტიჟული კინოპრემიით, „ოქროს გლობუსით” დაჯილდოების 81-ე ცერემონია. საუკეთესო დრამატულ ფილმად აღიარეს „ოპენჰაიმერი“, რომელმაც კიდევ ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა.
ბიოგრაფიული დრამა ამერიკელი ფიზიკოსის რობერტ ოპენჰაიმერის შესახებაა. მეორე მსოფლიო ომის დროს ოპენჰაიმერი ხელმძღვანელობდა „მანჰეტენის პროექტს“ – ატომური ბომბის პირველი ნიმუშების შექმნას, რის გამოც ხშირად „ატომური ბომბის მამად“ მოიხსენიებენ.
რობერტ ოპენჰაიმერის როლის შემსრულებელმა კილიან მერფიმ „ოქროს გლობუსი“ მიიღო როგორც საუკეთესო მსახიობმა მამაკაცმა. ამავე ფილმისთვის მამაკაცის მეორე პლანის როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს უმცროსი რობერტ დაუნი. „ოპენჰაიმერის“ რეჟისორს კრისტოფერ ნოლანს „ოქროს გლობუსი“ გადაეცა როგორც საუკეთესო რეჟისორს, ხოლო ლუდვიგ გორანსონს – საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკისთვის.
„ოქროს გლობუსი“, რომელსაც ყოველწლიურად გასცემენ ჰოლივუდში აკრედიტებული უცხოელი ჟურნალისტები, -ში „ოსკარის“ შემდეგ ყველაზე პრესტიჟულ კინოპრემიად ითვლება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ვისმენთ განცხადებებსა და წუხილს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ბრიუსელიდან – მარტივი არ იქნებოდა „აშშ-ს დემოკრატიის ნაციონალური ფონდის“ და „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ პროექტები გაესაჯაროებინათ?!

ირაკლი ნადარეიშვილი – სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ფუნდამენტურია, ქვეყანაში არსებობდეს დივერსიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტები, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოაქვს