ონიანი ენმ-ზე: მკვეთრი გადაწყვეტილებაა მისაღები, პირველ რიგში, ალბათ, სააკაშვილის მხრიდან

8 თვის განმავლობაში, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი, არა მხოლოდ, ბრჭყალებში, ს გუნდის წევრებს, სხვა ადამიანებსაც, აი, მე მაგალითად, გამსვლელებში არ მოვიაზრები, ვარ ადამიანი, რომელსაც გამაჩნია პრეტენზიები ამ მენეჯმენტის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ მათ წინ არ წაიყვანეს ეს პარტია, მათ 8 თვის განმავლობაში არაფერი გააკეთეს ერთიანობისთვის, პირიქით, ჩაკეტეს კარები და რაღაც კლუბად აქციეს.
საბოლოო ჯამში, გუშინ საერთოდ ცირკი ვნახეთ, შაპიტო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. როცა ვსაუბრობთ, თავმჯდომარის არაკვალიფიციურობაზე, ზუსტად ამას ვგულისხმობთ, რაც გუშინ ნახა მთელმა საქართველომ. მე მინდა, მომავალი წლის შემოდგომაზე ენმ-მ დაამარცოს და ს პირობებში ესეთი ნაციონალური მოძრაობა არ არსებობს, ყველა ერთად ვხედავთ.
ამიტომ გადაწყვეტილება არის მისაღები, ძალიან მკვეთრი, ძალიან მნიშვნელოვანი, ალბათ, ს მხრიდან, პირველ რიგში. ჩემი აზრით, 23-ში მისი პუნქტები რაც იყო, მხოლოდ ერთიანობაზეა საუბარი და ერთიანობის წარმატებაზე. უნდა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ამდენი წლის განმავლობაში ეს პარტია აქამდე მოიყვანეს, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, აქვთ შესაბამისი ერუდიცია, განათლება.
თქვა ენმ-ის წევრმა გიორგი ონიანმა პარტიაში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ.
ენმ-ის თავმჯდომარის მტკიცებით, ნიკა მელია “არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას, არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი და ვერ ილაპარაკებს ნაციონალური მოძრაობის სახელით”. ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა ფორმულას ეთერში თქვა.