ომი, ალბათ, მალე არ დასრულდება, გერმანიამ შეძლებისდაგვარად უნდა გაზარდოს უკრაინის დახმარება | შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ თუ სხვები იყოყმანებენ, გერმანიამ შეძლებისდაგვარად უნდა გაზარდოს უკრაინის დახმარება.
შოლცის თქმით, გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას თავდაცვით ბრძოლაში ფინანსური და სამხედრო თვალსაზრისით, რაც არის დიდი ფინანსური გამოწვევა თავად გერმანიისთვის.
“ეს ომი, ალბათ, მალე არ დასრულდება, როგორც ყველა ვიმეოდვნებდით. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა შეგვეძლოს, გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ დღეს, ამ წელს, მომავალ წელს და შემდგომ წელს. ამიტომ თუ საჭიროა, თუ სხვები ყოყმანობენ, ჩვენ შეძლებისამებრ უნდა გავზარდოთ ჩვენი წილი,” – თქვა შოლცმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.