ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პიტბულმა ორ მცირეწლოვანს უკბინა, ერთის მდგომარეობა მძიმეა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში პიტბულის ჯიშის ძაღლმა ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაკბინა, იტყობინება ადგილობრივი ცხოველთა პოპულაციის ცენტრი.
უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ძაღლი ახლა მათთანაა გადაყვანილი.
შემთხვევა გუშინ, 15 დეკემბერს მოხდა, აღნიშნავს ადგილობრივი მედია „გურია ნიუსი“. მათივე ცნობით, ერთ-ერთი დაშავებული ბავშვი თბილისში გადმოიყვანეს.
ოზურგეთის ცხოველთა პოპულაციის ცენტრში კი აღნიშნავენ, რომ ძაღლი აიყვანეს დაკბენილ ბავშვთა ოჯახის შიდა ტერიტორიაზე. ბავშვების ოჯახის განცხადებით, ძაღლი მიუსაფარია.
„აქვე აღვნიშნავთ, ეს არ ჰგავს ქუჩაში დაბადებულ და გაზრდილ [ძაღლს]. სავარაუდოდ, ან ახალ გადმოსმულია, ან არასათანადო პირობებში იზრდებოდა! საქართველოში გავრცელებული არასწორი აღზრდის და წვრთნის შემდეგ მათში [ვლინდება] აგრესია და არასათანადოდ რეაგირებენ ადამიანებზე“, – ამბობენ უწყებაში.