ნდობა კლევერლის – ჩაკვეტაძეს მომავალ სეზონშიც “მანჩესტერის” ყოფილი ფეხბურთელი გაწვრთნის

გიორგი ჩაკვეტაძის “უოტფორდმა” გვაუწყა, რომ ტომ კლევერლი გუნდის სრულუფლებიანი მწვრთნელი გახდა და შემდეგ სეზონშიც იგი იმუშავებს.
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა ჩვენებურის კლუბი გასულ თვეში ჩაიბარა და აქამდე დროებითი დამრიგებლის სტატუსი ჰქონდა.
მისი ხელმძღვანელობით, “უოტფორდმა” 7 შეხვედრიდან 1 მოიგო, 5 ფრე ითამაშა და 1 მარცხი განიცადა.
კლევერლიმ კარიერა გასულ ზაფხულს ტრავმების გამო დაასრულა. ის “უოტფორდის” 18-წლამდელთა გუნდის დამრიგებელი გახლდათ.

ასევე დაგაინტერესებთ