ნატოს გენერალური მდივანი საქართველოშია

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოშია. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით 15:10 საათზე დაჯდა.
ნატოს გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ სა და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება ერთობლივი ბრიფინგი.
სტოლტენბერგი საქართველოში ჩამოფრინდა აზერბაიჯანიდან, შემდეგ კი სომხეთში მიფრინავს.
ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, მთავრობის მეთაურის რანგში ბრიუსელში თავისი პირველი ვიზიტის ფარგლებში 21 თებერვალს შეხვდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე მაშინ სტოლტენბერგმა თქვა, რომ მათი “სურვილია, საქართველოს სწორი მიმართულებით მოძრაობდეს. მეტი დემოკრატიისკენ და კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი წევრობისათვის” და დასძინა, რომ “ნატო თქვენთან ერთად დგომას განაგრძობს ამ მისწრაფებების შესრულების პროცესში”.

ასევე დაგაინტერესებთ