მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსისთვის | არასამთავრობოებმა იტალიის საელჩოს მიმართეს

კანდიდატის სტატუსი და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანია – მესამე სექტორი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მიმართავს და საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.
იმისთვის რომ ქვეყანამ დეკემბერში ოფიციალურად მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 27-ვე წვერი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო. დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა იტალიის დიპლომატიურ წარმომადგენლობას მიმართეს.