მცხეთა-მთიანეთის რაიონის სოფელ ციხისძირში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

მცხეთა-მთიანეთის რაიონის სოფელ ციხისძირში მომხდარ ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.