მუქარა შესაძლო აფეთქებებით – ცრუ განგაში ბათუმის სავაჭრო ცენტრებში | სუს-ის დაგვიანებული რეაქცია და განმარტება

ტერორი სულ უფრო მასშტაბური ხდება. ბათუმში 4 სავაჭრო ცენტრის დაცლისა და დახურვის შემდეგ სუსი იძულებული გახდა განმარტებები გაეკეთებინა. უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ მუქარის შეტყობინებები საზღვარგარეთიდან შემოდის და უცხოელ კოლეგებს ინფორმაცია უკვე მიაწოდეს.
ტერორის წყაროდაც და გამოძიებაში პარტნიორებადაც რუსული მხარეები იგულისხმაბა. ქართული უსაფრთხოება ადასტურებს, რომ შეტყობინებები რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. თითქმის ერთი თვეა საქართველოში სატელეფონო შანტაჟის რამდენიმე შემთხვევა განხორციელდა. პირველი ფაქტი, რომელიც ყურადღების ცენტრში მოექცა თბილისში ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გამოცხადებული ევაკუაცია იყო.