“მტკიცებულება, რომ საქოცეთი რუსეთში მიგვათრევს” – რა ვიდეოს აქვეყნებს ჯანგირაშვილი

ჩემთვის უჩვეულო თხოვნა მაქვს: გთხოვთ გააზიაროთ ეს ვიდეო. კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი სოჭის ახალგაზრდულ ფესტივალზე, ახალგაზრდებთან შეხვედრისას ს რბილ ძალაზე დასმულ შეკითხვას პასუხობს. გულწრფელად ღაღადებს, რას ეფუძნება რუსეთის რბილი ძალა დღეს. მინდა ყველამ იცოდეს, ვისაც ჯერ კიდევ კითხვები აქვს, რატომ, საიდან მოელანდათ უცებ ქოცებს დედა დედაა, მამა მამაა ბოდვები და ლგბტ პარანოიები. ამაზე მეტი მტკიცებულება, რომ საქოცეთი ეფესბეს შპარგალკებით გვაცხოვრებს და რუსეთში მიგვათრევს, არ ვიცი რა შეიძლება იყოს. ვთარგმნეთ და გავტიტრეთ, რომ კიდევ ერთხელ ცხადად დავინახოთ, რასთან გვაქვს სინამდვილეში საქმე.

ასევე დაგაინტერესებთ